17 ნოემბერი 2024,   00:58
ვრცლად
"ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი" - ირაკლი ღარიბაშვილი  ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას პასუხობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებს.   

"ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენი მხრივ, ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ. რაც არის განსაზღვრული ნატო-ს წინა ​სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში, ყველა შეთანხმებასა და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები