06 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებს შორის მოსკოვში ავტომობილებს გაათამაშებენ

მოსკოვში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებს შორის ავტომობილებს გაათამაშებენ - მოსკოვის ხელისუფლებამ ვაქცინაციის სტიმულირებისთვის დამატებითი პროგრამა აამოქმედა, რომელიც ყველა 18 წელს ზემოთ მოქალაქეზე გავრცელდება.

2021 წლის 14 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით მოქალაქეები, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას მიიღებენ, ავტომობილების გათამაშების მონაწილეები ავტომატურად გახდებიან. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა საკუთარ ბლოგზე განაცხადა.

კვირაში ერთხელ 5 ავტომობილი გათამაშდება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 5 მილიონი რუბლი იქნება. გათამაშების შედეგები 23 ივნისიდან კვირაში ერთხელ ოგამოცხადდება.

 

დღის ამბები