17 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ომბუდსმენის განცხადებით, ახალ სტანდარტზე გადასვლისას, სახელმწიფოს არ ეყო ძალა იგივე განეხორციელებინა ეკლესიის მმართველობის ქვეშ მყოფ დიდ პანსიონებზე

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მაშინ, როდესაც დიდი ზომის ბავშვთა პანსიონები მცირე ზომის საოჯახო სახლებად გადაკეთდა და ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვანა გადაწყდა, ძალიან ბევრი მსგავსი ინსტიტუცია დაიხურა. ომბუდსმენის განმარტებით, მიზეზი ბავშვთა მიმართ ძალადობის ხშირი ფაქტები იყო.

ამის შესახებ სახალხო დამცველმა გადაცემა P.S.-ში ისაუბრა.

როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, სახელმწიფოს არ ეყო და დღემდე არ ჰყოფნის ძალა, რომ იგივე განეხორციელებინა იმ ბავშვთა პანსიონების მიმართ, რომლებიც მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის ქვეშ არიან.

"მაშინ, როდესაც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, ანუ დიდი ზომის ბავშვთა პანსიონების დახურვა და მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებად გადაკეთება და მინდობით აღზრდაში გაყვანა და ა.შ. დაიწყო, დაიხურა ბევრი ინსტიტუცია, სადაც ძალიან მძიმე ფაქტებს ჰქონდა ადგილი იმიტომ, რომ დიდი ზომის ინსტიტუცია იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ რომელიღაცა კონკრეტული ინსტიტუცია ან მისი მენეჯმენტი არის ცუდი, არამედ ისტორიამ და პრაქტიკამ ცხადყო, რომ იქ ძალიან ხშირად ხდება ძალადობრივი ფაქტები ბავშვების მიმართ.

როდესაც დაიხურა უმეტესობა ინსტიტუცია, სამწუხაროდ პრაქტიკულად დღევანდელ დღემდე, სახელმწიფოს არ ეყო ძალა, რომ იგივე განეხორციელებინა იმ ინსტიტუციებში, რომელიც იყო საპატრიარქოს, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის ქვეშ.

ალბათ იმიტომ, რომ მოერიდა იმ ტიპის რეაგირებას, რასაც თუნდაც ბოლო დღეებში ჩვენ ვადევნებთ გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ეს იყო და არის აღქმული როგორც თავდასხმა ეკლესიაზე, რაც არის აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა მიმდინარე პროცესზე და აქცენტების გადატანის მცდელობა, თუმცა ალბათ, სახელმწიფოს აქამდე არ აღმოაჩნდა ძალა, რომ შეწინააღმდეგებოდა ამ ძალებს, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა როდესაც დაინახა სახელმწიფომ, უფრო მეტად გათამამდა ალბათ," - განაცხადა P.S.-ში ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები