20 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფასილიტაციისთვის მარია კალიურანდი საქართველოს მადლობას უხდის

საქართველოს ხელშეწყობით, აზერბაიჯანის მიერ სომეხი ტყვეების გათავისუფლებასა და სანაცვლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციის მიღებას მიესალმებიან ევროკავშირის წარმომადგენლები.

საგარეო საკითხებში ​ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ეს ნაბიჯები ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა წაახალისეს. ბორელი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

შუამდგომლობისთვის საქართველოს მადლობას უხდის ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი. ჟოზეფ ბორელის მსგავსად მხარეებს ისიც თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები