20 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
დღეს საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანი ჩამოდის

ეუთოს გენერალური მდივანი ჩამოდის დღეს საქართველოში. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ჰელგა მარია შმიდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებს.

იგეგმება აუდიენცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

განხილვების მთავარი თემები საქართველოსთან თანამშრომლობა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ეუთოს მონაწილეობა იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს გენერალური მდივანი მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაშიც.

გარდა ამისა ჰელგა მარია შმიდი აპირებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად წყლის მომარაგების პროექტის გახსნაში უშუალოდ ჩაერთოს. 

დღის ამბები