ბრიუსელის სამიტის პარალელურად, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს "ბრიუსელის ონლაინ ფორუმში".
პანელზე სახელწოდებით - Investing in resilience, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა.
პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე აქცენტი გაკეთდება ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.