17 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
"უმაღლესი დონის ვიზიტები დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი მალე გახდება" - პოლიტიკოსები ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდებიან

ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში ეუთოს გენერალური მდივანი მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

საუბრის მთავარ თემებად ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის დეოკუპაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვას ასახელებენ.

გარდა ამისა, ყურადღება მახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ეუთოს როლის გააქტიურების აუცილებლობაზე.

"მსგავსი უმაღლესი დონის ვიზიტები დასტურია, რომ მალე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება" - მიიჩნევენ უმრავლესობაში.

დღის ამბები