მოდელმა და რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა სამართალმცოდნეობის სწავლის გასაგრძელებლად საჭირო გამოცდა ვერც მეორედ ჩააბარა. ამის შესახებ Cosmopolitan-ი წერს.
კარაშიანმა განცდილი მარცხის შესახებ ცნობილი ამერიკული რეალითი შოუს - Keeping Up With The Kardashians- ის ფინალურ ეპიზოდში ისაუბრა.
კიმი ვიდეოში აშკარად გაღიზიანებული ჩანდა - "მე ვერ მოვახერხე! F*ck! ეს მართლაც მაღიზიანებს"- განაცხადა მან.
რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მოდელი პირველ ჯერზე ჩაიჭრა გამოცდაში, ის მაშინაც საკმაოდ დამწუხრებული იყო.
"ექვსი კვირის განმავლობაში დღეში 10-12 საათი ვმეცადინეობდი და ამ ტესტის ჩაბარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ახლა კი სტიმული გამიქრა და ლამის, ხელი ავიღო ჩემს მიზანზე," - ამბობდა წინა ვიდეოში კარდაშიანი.
აღსანიშნავია, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავმა 2019 წელს განაცხადა, რომ იურისტობას აპირებდა.