საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართელომ ყველაფერი პირნათლად და 100%-ით უნდა შეასრულოს NATO-სთან მიმართებაში.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს და პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.
აბსოლუტურად მართალია მსჯელობა, რომ დარჩენილი არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. იგივე წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, არსებული სპეკუალაციები იქნება ეს, თუ აზრთა სხვადასხვაობა, ყველა ერთად აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. სამოქმედო გეგმა უკვე არის შესაბამისად ასახული ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში.
ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ძირითადი დეფინიცია არაფრით არ განსხვავდება სამოქმედო გეგმისგან და საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება ყოველწლიური ეროვნული გეგმის შესრულებასთან მიმართებაში.
პრაქტიკული ინსტრუმენტების არსებობის კუთხითაც, ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის. იგივე MAPI-ის, წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხი, არის დარჩენილი, როგორც მხოლოდ პოლიტიკური ბარიერი. ანუ ჩვენ ვართ პირნათელი ნატოელ პარტნიორებთან იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია. ანუ ყველაფერი მაქსიმალურად, 100 პროცენტით შესრულებულია საქართველოს მხრიდან, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რთული, კომპლექსური საკითხია, რა თქმა უნდა, არის გადასაწყვეტი, პირველ რიგში, NATO-ს წევრების. NATO-ს წევრებს შორის უნდა იყოს საბოლოო კონსენსუსი პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ამერიკის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის როლი, იქ სხვა წევრი ქვეყნებიც არიან, სხვა ქვეყნებთანაც ინდივიდუალურად, ორმხრივ ფორმატებში ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა წევრობასთან დაკავშირებით დავაახლოოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ, მესმის, რომ ძალიან ძნელია მოლოდინი, მაგრამ ამასაც მართვა სჭირდება. არ მინდა, უპასუხისმგებლო განცხადება გავაკეთო და შევქმნა მოლოდინი, მაღალი მოლოდინი შევუქმნა საზოგადოებას და ვიცოდე, რომ ეს შედეგი დღეს და ხვალ არ დადგება, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაახლოოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესი. ჩვენთან მიმართებით რა ვალდებულებებიც გვაქვს, პირნათლად შევასრულოთ, რათა დავეხმაროთ პარტნიორებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.