დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ - ახლო ურთიერთობები ჩამოსაყალიბებლად ტაქტიკა უნდა შეცვალოს.
ჯონსონმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ყოფნისას განაცხადა, რომ მის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, პუტინთან საკმაოდ მკაცრ გზავნილები ექნება.
"ჩვენ ვისაუბრებთ იმ საფრთხეებზე რომლებთან გამკლავებაც უწევს NATO-ს. როცა ვნახე პუტინი, ვიყავი ძალიან მკაფიო. ვუთხარი, რომ ჩვენ ვცდილობთ გვქონდეს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა, თუმცა მან უნდა შეცვალოს მოქმედების ტაქტიკა. ჩვენ გვახსოვს რა მოხდა სოლსბერიში, უდანაშაულო ადამიანები "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ეს არაა გზა, რომლითაც უნდა მოქმედებდე.
ვიცი, რომ პრეზიდენტ ბაიდენს პუტინთან საკმაოდ მკაცრი გზავნილები ექნება," - განაცხადა ჯონსონმა.