NATO შავი ზღვის რეგიონში უკვე მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ NATO-ს ლიდერები დაადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა როდის, ამას ვერ ასახელებს.
"NATO შავი ზღვის რეგიონში უკვე მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი, რადგან რეგიონში სამი მოკავშირე - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ზღვისპირა ქვეყნები არიან. შავ ზღვაში ტარდება NATO-ელი მოკავშირეების სამხედრო გემების წვრთნები. NATO-ს ჰყავს ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორიცაა - უკრაინა და საქართველო. დღეს ველი, რომ NATO-ს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ამის ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია. მაგრამ ჩვენ ფოკუსირებულ ვართ ქვეყნის ინსტიტუციების გაძლიერებასა, რეფორმირებაზე და მის მხარდაჭერაზე. რუსეთს არ აქვს უფლება ამ პროცესში ჩაერიოს რადგან საქართველოს სუვერენული უფლებაა მისი მომავალი გადაწყვიტოს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი, წლევანდელი სამიტი NATO-ს სამიტი მისი ქვეყნისთვის ისტორიული, რადგან პირველად არის, როგორც სრულფასოვანი წევრი.
"ეს ისტორიული მომენტია ჩემი ქვეყნისთვის. ეს პირველი NATO-ს სამიტია ჩრდილოეთ მაკედონიისთვის როგორც უკვე სრულუფლებიანი ალიანსის წევრისთვის. ეს არის დიდი წარმატება როგორც NATO-სთვის, ისე ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, NATO-ში გაწევრიანება იყო ჩვენი სტრატეგიული მიზნების რეალიზება," - განაცხადა ზორან ზაევმა.