17 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ნათია თურნავა ასახელებს წინაპირობას, რა შემთხვევაში მოიხსნება გუმათში რკინის ჯებირები

ნათია თურნავა ასახელებს წინაპირობას, რა შემთხვევაში მოიხსნება გუმათში რკინის ჯებირები.

ეკონომიკის მინისტრმა თემის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მან პროტესტის მონაწილეებისგან მოითხოვა გარანტია, რომ ხელი არ შეეშლება კომპანია "ენკას" და არ დაზიანდება ინვენტარი.

"დაისახა გეგმები, რომ მოხდეს უფრო კვალიფიციურ, მაღალ დონეზე შესწავლა ხელახლა. გარემოს დაცვითი ასპექტების, კომერციული ასპექტების, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, მათ შორის, იგივე სამუშაოების თუნდაც დროებით შეწყვეტას, რასაც ძალიან მძიმე შედეგი ექნება, როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვისაც იმიტომ, რომ პრაქტიკულად ამის შემდეგ კომპანიას ექნება სრული უფლება, რომ სახელმწიფოს ამაზე მოსთხოვოს პასუხი, რადგან დღეს ახორციელებს თავის, ასე ვთქვათ, კანონიერი ნებართვის ფარგლებში ქმედებებს.

მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ეს წინაპირობები, რაც დაისახა, იძლევა საშუალებას, რომ მშვიდობიანად, ეტაპობრივად მოხდეს პროექტის ირგვლივ ვითარების ნორმალიზაცია," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

დღის ამბები