ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანის თმით, NATO-ს კომუნიკეში, რომელიც გამოქვეყნდება, აღნიშნული იქნება წევრების ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.
"შეერთებული შტატების წარმომადგენლების არაერთი მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას მათ შორის NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით. კომუნიკეში, რომელიც გამოქვეყნდება აღნიშნული იქნება წევრების მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.
ველოდებით მკაფიო გზავნილებს რუსეთთან მიმართებაში, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაკისრი ვალდებულებები, გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ასევე ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მისიების შესვლას ოკუპირებულ რეგიონებში, რათა ეს ტრაგიკული შემთხვევები შეწყდეს.
ვფიქრობ იქნება მკაფიო გზავნილები ალიანსისგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ისევე როგორც აღინიშნება საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთში," - განაცხადა კელი დეგნანმა.