17 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
გადაიდგა კარგი ნაბიჯი, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილის წვლილი იყო ძალიან დიდი - ანალიტიკოსები აზერბაიჯანი-სომხეთს შორის ქართული მხარის მედიაციის შედეგებზე

საქართველოზე, როგორც მედიატორის როლზე, ამახვილებენ ყურადღებას უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსები. ექსპერტები მთავრობის ძალისხმევას, რომელიც, მათივე შეფასებით, რეგიონში სტაბილურობას ემსახურება, მიესალმებიან.

"ამით გადაიდგა ძალიან კარგი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ მისასალმებელი არის ღარიბაშვილის მიერ ჩატარებული, შეიძლება ითქვას ეს შუამავლობის პროცესი, რომელსაც მხარი დაუჭირა ასევე შეერთებულმა შტატებმა და დღესდღეობით მთელი და განსაკუთრებით პროდასავლური სამყარო აღიარებს ამას, რა თქმა უნდა, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, რომ საქართველოს წვლილი ძალიან დიდი იყო და უშუალოდ პრემიერ ღარიბაშვილის წვლილი დიდი იყო," - აცხადებს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს გადასცემდა კონფლიქტის დროს დაკავებულ 15 მოქალაქეს მისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემის შემთხვევაში.

დღის ამბები