მთავრობის ადმინისტრაციასთან "ქართული დასის" ლიდერის ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაზზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა გააპროტესტეს, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ისინი მთავრობას 2 კვირიან ვადას აძლევენ, რომ ტარიფებზე ფასის ზრდა შეაჩერონ.
ბაღათურიას თქმითვე, მთავრობამ პირველ ჯერზე იმ 700 000 ადამიანის მიმართ მაინც უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა, რომლების სუბსიდირებას იღებენ.
"ამ ტარიფების გადახდა არის შეუძლებელი, შესაბამისად, ორი კვირის ვადაში მოვითხოვთ, რომ ტარიფი დაუბრუნდეს შესაბამის ნიშნულს, მით უმეტეს, მაშინ იყო სრულიად ცრუ მოტივაცია და პირდაპირ განმარტავდნენ მთავრობის წევრები, რომ ეს იმიტომ გავზარდეთ ტარიფი, რომ ლარის კურსი დაეცაო, ახლა ლარის კურსი ხომ გამყარდა," - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიამ.