საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანი იმყოფება - ჰელგა შმიდი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხვდება. შეხვედრას ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
წინასწარი ინფორმაციით, საუბარი შეეხება კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.