17 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება - დღეს ჰელგა შმიდტი პრემიერს შეხვდება

საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება. ჰელგა შმიდტი დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ის უკვე ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებს.

მათ შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ეუთოს როლზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და რუსეთის ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობაზე, ასევე საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნებსაც.

"დეოკუპაციის კუთხით, გახელაძისა და აფხაზეთში დაკავებული ბართაიას საკითხი დავაყენეთ. მეორე საკითხი იყო არჩევნები, ჩვენ მას ვთხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ პასუხი ეუთო-ოდირისგან საარჩევნო რეფორმებზე,"- აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ. 

 

დღის ამბები