17 ნოემბერი 2024,   00:58
ვრცლად
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო.

ორშაბათს ცესკოს თავმჯდომარეს და პროკურატურის წარმომადგენელს ელოდებიან. მანამდე კი, კომისიის წევრების კითხვებს პირველებმა ვაკის 41-ე საარჩევნო უბნის კომისიის 5-მა პასუხისმგებელმა პირმა და ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხეს.

"გადათვლებმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ისეთი ხასიათის დარღვევები არ ყოფილა, რომელსაც ამ უბნებზე მიღებული შედეგების კუთხით რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა. თუმცა, რიგი ტექნიკური ხასიათის ხარვეზები გამოიკვეთა, რომელთა საფუძველზეც კომისიამ 4 უბანი შეარჩია, სადაც გადავწყვიტეთ ჩვენ სიღრმისეულად შეგვესწავლა დარღვევები,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ამ უბნის ოქმში დისბალანსი დაფიქსირდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ჯამში 30-ზე მეტ პირს გამოკითხავენ.

 

 

 

 

დღის ამბები