რამდენად ეფექტურად შესრულდა გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - წლიური ანგარიშის განხილვა პარლამენტში გრძელდება. თემაზე დღეს გარემოს დაცვის კომიტეტზე იმსჯელებენ.
კანონმდებლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარედგინებათ.
დასკვნითი განხილვა ოთხშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შედგება.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ პანდემიის გამო 2020 წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა დაგეგმილი პროექტების უმრავლესობა მაინც შესრულდა.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გასული წლის ბიუჯეტი არაეფექტურად შესრულდა და ის ძირითადად ბიუროკრატიულ ხარჯებს მოხმარდა.