02 სექტემბერი 2026,   02:28
ვრცლად
მასობრივი იმუნიზაციისთვის ერთი ცენტრი "ჰუალინგში" უკვე მზად არის, ზაფხულში კი იმდენი ვაქცინა უნდა იყოს, რომ ადამიანებს ასარჩევად ჰქონდეთ - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ქვეყანაში იმდენი ვაქცინა უნდა იყოს, რომ ადამიანებს ასარჩევად ჰქონდეთ, რომელი გაიკეთონ. 

შეკითხვაზე კი, არის თუ არა ქვეყანა ტექნიკურად მზად მასობრივი იმუნიზაციისთვის, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე ცენტრი ამისათვის უკვე მზად არის.

"ზაფხულში აცრების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჩავატაროთ. ივლისში იმდენი ვაქცინა გვექნება, რომ ასარჩევადაც კი შეიძლება გვქონდეს. 

ერთი ტექნიკური ცენტრი უკვე მზად არის "ჰუალინგში", რომელიც 10 ბრიგადით იმუშავებს. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება "ექსპო ჯორჯიასთან" და მოლებთან. ეს ყველაფერი კი მზად ივლისის პირველ 10 დღეში უნდა იყოს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები