17 ნოემბერი 2024,   00:58
ვრცლად
მივესალმები ნატოს მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" NATO-ს სამიტთან დაკავშირებით წერს, სადაც მიესალმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ. 

"მივესალმები ნატოს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით!"- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები