17 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ეუთოს გენერალურმა მდივანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაწეული ფასილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა

ეუთოს გენერალურმა მდივანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაწეული ფასილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა. განცხადება ამის შესახებ ჰელგა მარია შმიდტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მიზანი მიღწეულ იქნა ბევრი აქტორის ეფექტური თანამშრომლობის შედეგად.

"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ ფასიტილაციისთვის, რაც მან გასწია მის მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის კუთხით. ეს იყო სხვადასხვა აქტორებს შორის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის მაგალითი, მათ შორის ევროკავშირსა და შვედეთის ხელმძღვანელობით ეუთოს მონაწილეობით. ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური თანამშრომლობის შესახებ, სადაც ეუთო დარჩება ძალიან აქტიურად ჩართული,"- განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

დღის ამბები