"ნაციონალური მოძრაობის" დელეგაციამ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაიწყო.
ნიკა მელიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი "ჯეიმს თაუნის ფონდის" პრეზიდენტთან, გლენ ჰოუარდდთან შეხვედრით დაიწყო.
"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამომწურავად არიან ინფორმირებულები ყველა მიმართულებით. თუკი რამეს ვნანობ არის ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა 5 წლის განმავლობაში არ ჰქონდა, რაც უკვე გამოსწორდა,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.