საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრმა, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, ქვეყნის მთლიანი ვალი 33 მილიარდს აჭარბებს.
ვაშაძე გამოდის ინიციტივით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც დაადგენს, რაში დაიხარჯა აღებული თანხები და იმუშავებს სტრატეგიაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს ქვეყნის ვალი.