17 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
კომპენსაცია და ყოველთვიური დახმარება - ოპოზიცია 20 ივნისს დაზარალებულებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირებას გეგმავენ

"შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" და "ლელო საქართველოსთვის" დეპუტატები 20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დაზარალებულებს საკანონმდებლო ინიციატივა გააცნეს, რომელიც მათთვის ერთჯერად კომპენსაციას, ყოველთვიურ დახმარებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.

"მნიშვნელოვანია, რომ თეორიულ დონეზე მაინც იყოს კარგად გაწერილი მექანიზმი, თუ როგორ უნდა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი ათეულობით ადამიანმა, რომელსაც არ მიუღია ეს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს თვალი აქვს დაკარგული, ზოგიერთს ისეთი დაზიანება აქვს მიღებული, რომ დღემდე მკურნალობა უწევს. შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ყველა ტიპის ასეთ ინიციატივას, რომელიც იქნება ორიენტირებული დაზარალებულებზე და 20 ივნისის გამოძიებაზე,"ქართული ოცნება" დაბლოკავს," - აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი.

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ აპირებენ დააინიცირონ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 19-21 ივნისის მოვლენებში დაზარალებულებისთვის არამხოლოდ მკურნალობის და სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას, არამედ მათთვის შესაბამისი სახელმწიფო დახმარების დანიშვნას.

დღის ამბები