საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, წმინდა საყდარს (ვატიკანს) ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა - პაპ ფრანცისკესთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.