"გულწრფელი ვიყავი, როდესაც მას მკვლელი ვუწოდე" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ განაცხადა.
ბაიდენი აცხადებს, რომ მას რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა, თუ რუსეთი გააგრძელებს საზიანო ქმედებებს, შესაბამისს პასუხსაც მიიღებს.
"მე არ მსურს კონფლიქტი რუსეთთან, თუმცა, თუ რუსეთი გააგრძელებს საზიანო ქმედებებს, ჩვენ პასუხს გავცემთ. ჩვენ დავიცავთ NATO-ს და დემოკრატიულ ღირებულებებს. ვაპირებ, ვლადიმერ პუტინს განვუმარტო, რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, თუ ის ასეთ არჩევანს გააკეთებს, და თუ ის აირჩევს არ ითანამშრომლოს და იმოქმედოს ისე, როგორც წარსულში, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საქმიანობის გათვალისწინებით, მაშინ ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენი პასუხი შესაბამისი იქნება. ასევე არის სფეროები, სადაც არ ვთანხმდებით, ჩვენ მკაფიოს გავხდით, სად გადის წითელი ხაზები. მე გულწრფელი ვიყავი, როდესაც მას მკვლელი ვუწოდე. მე მას შევხვედრივარ, ის არის გამჭრიახი, ხისტი და მე აღმოვაჩინე, რომ ის არის ღირსეული მეტოქე," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ჟენევაში ხვალაა დაგეგმილი.