გახდება, თუ არა ამჯერად ვარძია ევროპის რჩეული ძეგლი. ხმის მიცემა დაწყებულია.
კლდეში ნაკვეთი ქალაქის საკონსერვაციო პროექტმა, უკვე მიიღო "ევროპა ნოსტრას" აღიარება, თუმცა ვარძია ახლა მთავარი პრიზის მოსაპოვებლად იწყებს ბრძოლას.
ამიტომ კამპანია "ჩემი ხმა ვარძიას" - აქტიურ ფაზაში შედის.
გაიმეორებს თუ არა ვარძია მუცოს წარმატებას? - წინ მთელი ზაფხულია. ხმის მიცემა 5 სექტემბერს შეწყდება.
ავტორი: მარიამ ჯანელიძე