17 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
მივესალმებით ევროკავშირ-აშშ-ის განცხადებაში გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის მიერ საქართველოსადმი აგრესიის წინააღმდეგ - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

ზალკალიანის თქმით, მისასალმებელია ერთობლივ განცხადებაში გამოხატულ ნება, მიმართონ ძალები რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის წინააღმდეგ.

"მივესალმებით ევროკავშირ-აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში ჩვენი პარტნიორების მიერ გამოხატულ ნებას, მიმართონ ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ.

ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და მისი რეფორმების გზის მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაცია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ!" - წერს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები