27 ივლისი 2021,   02:29
ვრცლად
რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ინდურ შტამს - ეპიდემიოლოგები ვითარების გაუარესებას არ გამორიცხავენ

"დელტა" ვარიანტის, ანუ ინდური შტამის საქართველოში გავრცელება გარდაუვალი იქნება - მიიჩნევენ ქართველი ეპიდემიოლოგები. ამის თქმის საფუძველს სპეციალისტებს ევროპაში არსებული ვითარება აძლევს.

ამ ეტაპზე საქართველოში ახალი შტამის 18 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ინფიცირებულები, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები თავისა და ყელის ტკივილი, ასევე ცხვირიდან სისველეა.

რაც შეეხება ხველებას, ცხელებას, გემოსა და ყნოსვის დაკარგვას - ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებლები იშვიათია.

დღის ამბები