17 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტებში განხილვები დღეს სრულდება

გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტებში განხილვები დღეს სრულდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის დასკვნითი შეხვედრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შედგება.

რთული პერიოდის მიუხედავად, უმრავლესობა საერთო ჯამში წარმოდგენილი პარამეტრებით კმაყოფილია და თვლიან, რომ თითქმის ყველა პროექტები პანდემიის მიუხედავად წარმატებით შესრულდა, თუმცა კითხვები მაინც აქვთ.

"2020 წელი იყო რთული 6,2%-იანი ვარდნა იყო ქართული ეკონომიკის, გარდა ამისა, წელი იყო რთული იმ თვალსაზრისით, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-ს მიაღწია. წელს ამოცანა გახლავთ რომ შევამციროთ სამთავრობო ვალი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზეა და ასევე ბიუჯეტის დეფიციტი შევამციროთ და 7%-ს ქვემოთ ჩამოვიდეთ. ეს არის ამოცანები. ჩვენ გვექნება კითხვები ცალკეული ანგარიშების მიმართ სახელმწიფო აუდიტთან დაკავშირებით, ვფიქრობთ რომ მოვითხოვთ ეფექტიანობის გაზრდას სახელმწიფო აუდიტის მიმართ, მაგრამ ამავე დროს პარლამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის დამოუკიდებლობას და ამ მიმართულებით ყოველთვის გადავდგამთ ეფექტურ ნაბიჯს,“ - ამბობს  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე.

განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი აჩვენებს, რა კატასტროფულ ვითარებაში ჩააგდო ქვეყანა ხელისუფლების ეკონომიკურმა პოლიტიკამ. 

დღის ამბები