17 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
შარლ მიშელი Twitter-ზე საქართველოს შესახებ წერს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს შესახებ წერს. შარლ მიშელი რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და სამხრეთ კავკასიის მაგალითები მოჰყავს. მათ შორის, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების დაბრუნება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კი ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.

"ევროკავშირი და აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად. პოლიტიკური პარტიების პარლამენტში დაბრუნება საქართველოში ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობა სომხეთსა და აზერბაიჯანში," - წერს შარლ მიშელი "ტვიტერზე".

დღის ამბები