როგორ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები - ბოლო 2 წლის მონიტორინგის შედეგებს პარლამენტში დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წარადგენს.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ამ მიმართულებით საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზეც. არასამთავრობო ორგანიზაცია 2019 – 2020 წლებში ერთ-ერთი მთავარ დარღვევად მინისტრების მხრიდან პარლამენტში სავალდებულო მისვლის თავიდან აცილების არაერთ ფაქტს მიიჩნევენ. ზოგადად, კონტროლის მექანიზმს საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დეპუტატები.