რა ხარვეზებია საქართველოს კანონმდებლობაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით - კვლევის შედეგების გასაჯაროებას დღეს ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" აპირებს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ამ მიმართულებით პრობლების მოგვარების რამდენიმე რეკომენდაციაც, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.
პარალელურად, ორგანიზაცია თბილისის "ღია უნივერსიტეტთან" ერთად დღესვე ადამიანის უფლებათა მედია-ლაბორატორიას ხსნის.