17 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
პარლამენტმა მათრახი უნდა გადასცხოს მთავრობას, რომ ცოტა ამუშავოს, უნდა მოსცხოს ერთ ადგილზე წკეპლა - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, პანდემიის დროს პარლამენტმა, "ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას მიანდო". 

ვაშაძის შეფასებით, პარლამენტს მთავრობაზე მკაცრი კონტროლი უნდა ჰქონდეს.

"საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარი არის პარლამენტი და არა მთავრობა, რომელმაც მათრახი უნდა გადასცხოს მთავრობას, რომ ცოტა ამუშავოს. უნდა მოსცხოს ერთ ადგილზე წკეპლა, იმისთვის, როცა ის არ მუშაობს.

რა ხდება საქართველოში?! - პარლამენტი არის უფუნქციო," - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ ოპოზიციას მეტი ბერკეტი სჭირდება.

დღის ამბები