17 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუმენტები სრულად იყოს გამოყენებული, რომ მთავრობაზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდეს - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეგლამენტით მინიჭებული ბერკეტები უნდა იქნეს გამოყენებული. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუმენტები, რომელიც რეგლამენტის მიხედვით გაგვაჩნია, სრულად იყოს გამოყენებული, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ზედამხედველობა მთავრობაზე, რა კუთხითაც ნახავთ ეფექტურ ნაბიჯებს. ახალმა რეგლამენტმა ფუნდამენტურად შეცვალა ცხოვრება და საქმიანობა პარლამენტში, განსაკუთრებით, ზედამხედველობის კუთხით. გამოყენებული იყო საკმაო რაოდენობით ის ბერკეტები, რომელიც ახალი რეგლამენტით არის მინიჭებული. რა თქმა უნდა, მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და ამაში ძალიან დიდი როლი, პირველ რიგში, დეპუტატებს, პოლიტიკურ ჯგუფებს და ფრაქციებს გააჩნიათ, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არა ბოიკოტის, არამედ პარლამენტში მუშაობის," - განაცხადა კახა კუჭავამ. 

კახა კუჭავა გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას, რომლის თანახმად, პანდემიის დროს პარლამენტმა, "ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას მიანდო". 

ამავე თემაზე
დღის ამბები