19 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ინდური შტამი საქართველოს მასშტაბით არის დაახლოებით 8% - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის და სამედიცინო პერსონალის მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს, შესაბამისად, ქვეყანა ინდური შტამის რისკებს ადეკვატურად გაუმკლავდება.

ამასთან, დღეს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ინდური შტამის მოცულობა დაახლოებით 8%-ია:

"ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც საწოლფონდის მიმართულებით, არც ოჯახის ექიმების მიმართულებით და მათი კომპეტენციების მიმართულებით. ასევე, თქვენ ხედავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და ეტაპობრივად კიდევ უფრო ძლიერდება, ემატება როგორც ვაქცინები, ასევე ვაქცინაციისთვის საჭირო დაწესებულებები და ბრიგადები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ კუთხით რამე რისკები არსებობდეს.

ჩვენი სავარაუდო მოცულობები ინდურ შტამთან მიმართებაში არის ის, რომ ის დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით არის დაახლოებით 8%, თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, გვყავს 18 ინფიცირებული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები