აქციის ფონზე მიმდინარეობს პუტინი-ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.
ქუჩაში კრემლის აგრესიულ პოლიტიკას კი მოქალაქეები აპროტესტებენ.
"შვეიცარია მასპინძლობს პუტინს. მე ვფიქრობ, რომ ის არაა პრეზიდენტი. პუტინი ტერორისტი და მკვლელია,"-ამბობს აქციის მონაწილე ქსენია ჩულიევა.
ეს არის ბაიდენის პირველი შეხვედრა პუტინთან პრეზიდენტის რანგში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა იქნება საქართველო და უკრაინა.
"მოლაპარაკებები არ იქნება მარტივი. იქნება ძალიან რთული საუბარი. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების დღის წესრიგში ბევრი მნიშვნელოვანი თემა დგას და ისინი, ძირითადად, პრობლემურია, მათ შორის - სტრატეგიული სტაბილურობა, რეგიონული კონფლიქტები, თანამშრომლობა პანდემიასთან დაკავშირებით და კლიმატის ცვლილებები. ჩვენ გვაქვს მრავალი კითხვა, რომელთა გადაჭრაც საჭიროა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს კონსტრუქციული დიალოგი და გამოსავლის მოძებნა,"- აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.