19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
"ალბათ, 3-4 კვირაში საქართველოში იქნება ინდური შტამი დომინანტი"- სფეროს ექსპერტები წესების მკაცრად დაცვას ითხოვენ

საქართველოში ინდური შტამი ვრცელდება. სპეციალისტები ითხოვენ, სასწრაფოდ დაწესდეს წერტილოვანი შეზღუდვები და მოქალაქეებისთვის ინფორმაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.

ექსპერტების განცხადებით, ასევე, უნდა დაჩქარდეს მასობრივი იმუნიზაცია, რადგან ე.წ "დელტა" იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის დღემდე ნაცნობი არაერთი სხვა ქვეტიპი.

"დაინფიცირების რაოდენობა და სისწრაფე უფრო იზრდება,  ჰოსპიტალიზაციის ალბათობაც უფრო იზრდება. ეს სამი ფაქტორია. გაერთიანებულ სამეფოშიც რა იყო? ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ახალგაზრდებში, ვაქცინაცია იმ ასაკობრივ ჯგუფებში არ იყო ჩატარებული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ვაქცინების ის რაოდენობა, რომ ვაქცინაციის მოცვა გავზარდოთ. ერთადერთი, ალბათ, უნდა გაამკაცროს ის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იცავდნენ წესებს,"- განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა.

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ინდური შტამის დომინანტობას აგვისტოსთვის ელოდება.

"ვფიქრობ, რომ 100-ზე მეტი ადამიანია უკვე ინფიცირებული, ალბათ 3-4 კვირაში საქართველოში იქნება ინდური შტამი დომინანტი, რაკი ჩვენ არანაირი შეზღუდვები არ გვაქვს," - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

დღის ამბები