ხმაურის ფონზე მიმდინარეობს გენერალური აუდიტორის მოსმენა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც აუდიტის 2020 წლის ანგარიშს წარადგენენ. გიორგი ვაშაძემ ირაკლი მექვაბიშვილს კითხვები ქვეყანაში ნეპოტიზმსა და კორუფციაზე დაუსვა. სწორედ ამას მოჰყვა შელაპარაკება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის.
"დამისახელეთ 5 ყველაზე სარისკო წერტილი კორუფციის თვალსაზრისით," – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ჩვენ გვაქვს 3 მიმართულება, ეს არის შესყიდვები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ დეტალურ აუდიტს ვახორციელებთ ახლა, ამ წუთებში, პრაქტიკულად დასრულებულია, რომელიც მოიცავს როგორც ტენდერებს, ასევე პირდაპირ ხელშეკრულებებს," – უპასუხა ირაკლი მექვაბიშვილმა.