17 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
"უკუაგდე, შეაკავე და ითანამშრომლე" - ევროკომისიამ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა

ევროკომისიამ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა. კომისიის შეთავაზების სახელწოდებაა "უკუაგდეშეაკავე და ითანამშრომლე". 14 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს უფრო მდგრადი რუსეთის მცდელობების მიმართ, რომელიც მიზნად ევროკავშირისთვის ზიანის მოტანას ისახავს.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ გაერთიანებამ უფრო სისტემური და ერთიანი პასუხი უნდა გასცეს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს და რომ გაერთიანება გააგრძელებს საუბარს რუსეთის მხრიდან უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორებთან ინიციატივების გზით.

დღის ამბები