სახალხო დამცველსა და ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელს შორის შეხვედრა დღეს შედგება. სწორედ მასზეა დამოკიდებული მისცემს თუ არა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ნინო ლომჯარიას ბავშვთა სახლში შესვლის უფლებას.
მხარეები იმედოვნებენ, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ არსებულ არაერთ კითხვას პასუხი გაეცემა. შეხვედრის დაწყების სავარაუდო დროდ დილის 11:00 საათი სახელდება.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი 3 დღის წინ დაინიშნა.