17 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
"ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია" - რაზე შეთანხმდნენ პუტინი და ბაიდენი 

"შეერთებულ შტატებს და რუსეთს დაძაბულობის დროსაც შეუძლიათ პროგრესის მიღწევა საერთო მიზნებისთვის, შეიარაღებული კონფლიქტების რისკისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებისთვის," - ასეთი შინაარსის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ჟენევაში შეხვედრის შემდეგ.

ბაიდენი და პუტინი მიიჩნევენ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი სტრატეგიული სტაბილურობის ორმხრივ დიალოგს დაიწყებენ.

დღის ამბები