ბაიდენ-პუტინის შეხვედრას და ჟენევაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან თბილისშიც.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შეხვედრამ ნათელი გახდა მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკის სისუტე, ვინაიდან უკრაინასთან ერთად პრეზიდენტებმა არ ისაუბრეს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე.
"საქართველო ვერ მოხვდა განსახილველ საკითხებს შორის, როდესაც საუბარი არის უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან აგრესიაზე, სწორედ ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ პრაგმატული და პრინციპული პოზიციებით შესაძლებელია საქართველომ იხეიროს და ნაკლები აგრესია იყოს საქართველოზე რუსეთის მხრიდან," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
ბრალდებების საპასუხოდ უმრავლესობა ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაცილებით კრიტიკულ ზღვარზეა და მისი განხილვა ერთ-ერთ მთავარ საკითხად შეხვედრაზე მოსალოდნელი იყო.