სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველს ხვდება. ნინო ლომჯარიასა და ბოდბელ მთავარეპისკოპოსს იაკობს შორის შეხვედრა საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახლახანს დაიწყო.
მხარეები იმედოვნებენ, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ პანსიონთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
"არის ძალიან პოზიტიური პროცესები ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში. მეუფე იაკობმა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოასწრო უკვე ამ მცირე ხანში. იყო დაანონსებული შესაძლო შეხვედრის შესახებ, სახალხო დამცველი გამოეხმაურა ამ შეთავაზებას. დღეს გვექნება საუბარი გარკვეულ საკითხებზე," - განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ბავშვთა სახლში რეორგანიზაცია უკვე დაწყებულია.