ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საკუთარ Twitter-ში გიორგი გახარიასთან შეხვედრას ეხმიანება. ევროპარლამენტარი წერს, რომ ყოველთვის კარგია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პირველწყაროდან მოსმენა.
გიორგი გახარიამ გუშინ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა.
"ყოველთვის კარგია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პირველწყაროდან მოსმენა.
მადლობა გიორგი გახარია, დღევანდელი შეხვედრისთვის," - წერს ევროპარლამენტარი.