მთავარეპისკოპოსი იაკობი ომბუდდმენისთვის ჩაკეტილ კარს აღებს - საპატრიარქოს უნივერსიტეტში სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას თქმით, მბუდსმენი ნინოწმინდის პანსიოსში მომავალი კვირის ბოლოს შევა.
"როგორც იქნება გადაწყვეტილი თითოეული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ისე განვითარდება მოვლენები.
შეხვედრა დასრულდა იმ შედეგით, რომ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ სახალხო დამცველს რა თქმა უნდა, უნდა შეეძლოს მონიტორინგის განხორიცელება. შევთანხმდით, რომ მომავალი კვირის ბოლოს, რადგან ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე უფრო ადრე ვერ შევძლებ. ერთად წავალთ პანსიონში, რათა ვნახოთ სიტუაცია. ასევე, გავესაუბრო მე ბავშვებს და ის დაძაბულობა, რაც არსებობს, მოვხსნათ და ამის შემდგომ უკვე მივიღე პირობა, რომ ჩვენ უპრობლემოდ შევალთ," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენის შეფასებით, პოზიტიური ცვლილებები დაიწყო და პროცესი სწორი მიმართულებით მიდის.