"შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შერჩეული კანდიდატების პარლამენტში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
"პარლამენტში მართლმსაჯულების თემაზე მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, რაც ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" აძლევს კლანს სივრცეს, რომ მოიქცეს აღვირახსნილად და მოასწრონ მოსამართლეების დანიშვნა.
დოკუმენტში ღიად წერია, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა "ქართული ოცნება" კი ისევ ცდილობ მისცეს მათ სივრცე და მოასწრონ მოსამართლეების დანიშვნა,"- აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სასამართლო "ქართული ოცნების" ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს.
"კლანი სასამართლოში გავეშებულია, არ შეგრჩებათ სასამართლოს თქვენზე გადაფორმება, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენ ხელი შეგიშალოთ,"-აღნიშნა ვაშაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. 9-ვე კანდიდატი პარლამენტს წარედგინება.