ომბუდსმენისთვის ნინოწმინდის პანსიონი ჩაკეტილი კარი გაიხსნება - ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მათ შორის საუბარი გულღია და გულითადი იყო.
"ჩვენ აბსოლუტურად გულღია და გულითადი საუბარი გვქონდა. მიმოვიხილეთ პრობლემები და შევთანხმდით იმაზე, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში. შეხვედრის დროს პრეტენზიები არ ყოფილა, აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი. უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასეთი დაძაბული სიტუაცია,"- განაცხადა ბოდელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.
ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს შევა.