17 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
არ ვიცი ვინ ვისი ნათლიაა, მაგრამ საბჭოს წევრებს აქვთ ვალდებულება, ინტერესთა კონფლიქტის დროს განაცხადონ - ნიკოლოზ მარსაგიშვილი შერჩეულ კანდიდატებე 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ცოტა ხნის წინ, მხარი დაუჭირა იმ 9 მოსამართლის კანდიდატურას, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. დღეს საბჭომ სულ 100-ზე მეტი მოსამართლის შესახებ უნდა იმსჯელოს. უზენაესი სასამართლოს გარდა, საუბარია 88 პირის ქვედა ინსტანციაში დანიშვნაზე. ასევე 8 მოსამართლე სხვა სასამართლოში უნდა გადაიყვანონ.

კენჭისყრა და შერჩევის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელშიც საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

ნაზი ჯანეზაშვილის პოზიცია არ შეცვლილა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ნეპოტიზმის ნიშნებით და არის ინტერესთა კონფლიქტიც. მისი თქმით, იუსტიციის საბჭომ არ გაითვალისწინა ის მოწოდებები, რომელზეც კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც იყო საუბარი. 

ბრალდებები კი რაზეც საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილი მიუღებელია იუსტიციის საბჭოს მდივნისთვის. ის ნეპოტიზმის და ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებს უარყოფს. 

"ვფიქრობ, რომ პროცედურული დარღვევების გარეშე და ღიად ჩატარდა, ყველას ჰქონდა საშუალება ედევნებინა თვალყური. ის წევრი, რომლის მიმართაც შეიძლება რაღაცა კითხვები ყოფილიყო და თუნდაც ნათესაური კავშირი აქვს ლევან თევზაძესთან, ის იუსტიციის საბჭოს წევრი არ მონაწილეობდა ამ პროცედურის არც ერთ ეტაპზე. ნამდვილად არ ვიცი ვინ ვისი ნათლიაა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აქვთ ვალდებულება თუ კი ინტერესთა კონფლიქტი იქნება განაცხადონ ამის შესახებ. ვფიქრობ, რომ დასკვნაში ასე პირდაპირ არ არის მითითებული, რომ არის კლანი, დასკვნაში არის, რომ არსებობს ასეთი მოსაზრება. მეც ვიცი, რომ არსებობს ასეთი მოსაზრება, რასაც მე, მერამდენედ გაგიცხადოთ, არ ვეთანხმები," - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

დღის ამბები